Thursday, April 14, 2011

ჰანა მონტანა,მაილი საირუსი



მაილი საირუსი დაიბადა 1992 წლის 23 ნოემბერს ნეშვილში.მისი მშობლები არიან ლეტიცია ტიშ საირუსი და ბილი რეი საირუსი - ამერიკელი როკ მომღერალი.მიუხედავად ბილი რეის ხმის ჩამწერი სტუდიის წინააღმდეგობისა, საირუსის მშობლები საიდუმლოდ დაქორწინდნენ 1992 წლის 28 დეკემბერს. მშობლებმა მაილის Destiny Hope (ბედის იმედი) დაარქვეს, რადგან მათ სწამდათ, რომ ის ბევრს მიაღწევდა. მას ჰქონდა ზედმეტსახელი "Smiley",რადგან ის ხშირად იღიმებოდა. მოგვიანებით ზედმეტსახელი შემოკლდა და მიიღო კარგად ნაცნობი სახე - Miley (მაილი)[1],რომელიც სინამდვილეში სახელი სულაც არ არის.მაილი გაიზარდა 500 აკრი ფართობის მქონე ფერმაში, რომელიც მდებარეობდა ფრანკლინში, ტენესის შტატში, ნეშვილიდან დაახლოებით ერთი საათის სავალზე. აქ ის სწავლობდა "Heritage Elementary" სკოლაში.ის მონათლულია, როგორც ქრისტიანი (ბაპტისტი),მაილი ესწრება ეკლესიას რეგულარულად და ატარებს სიწმინდის ბეჭედს.მაილის ჰყავს ორი ნახევარ ძმა და ერთი ნახევარ და -ტრეისი და ბრენდი (ლეტიცია ტიშ საირუსის შვილები წინა ქორწინებიდან), კრისტოფერ კოუდი (ბილი რეის ვაჟი წინა ურთიერთობიდან),როდესაც ბილი რეიმ ტრეისი და ბრენდი შვილად აიყვანა, ისინი ჩვილები იყვენენ. ის ასევე ალიმენტს უხდიდა კოუდის, რომელიც მაილის მსგავსად 1992 წელს დაიბადა და იზრდებოდა სამხრეთ კაროლინაში დედასთან ერთად. მაილის მშობლებს მის შემდეგ კიდევ ორი შვილი შეეძინათ ბრაისონი და ნოე.ტრეისი,ბრენდი და ნოეც ასევე შემოქმედების სამყაროს მიეკუთვნებიან.ტრეისი არის ვოკალისტი და გიტარისტი და ელექტრონულ პოპ ჯგუფ Metro Station13-ის წევრი[2].ნოე გახდა მსახიობი,ხოლო ბრენდი-გიტარისტი.[3]

თავის დროზე მსახიობმა და მომღერალმა დაამთავრა საშუალო სკოლა, შემდეგ კი მეცადინეობდა კერძო მასწავლებელთან სცენიურ ხელოვნებას.2001 წელს საირუსი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ქალაქ ტორონტოში გადავიდა, სადაც მამამისს იღებდნენ სერიალში - "Doc",თეატრით მაილი დაინტერესდა ცხრა წლისას როდესაც ოჯახი სწორედ იქ ცხოვრობდა,როდესაც ბილი რეიმ ის წაიყვანა ფილმ "მამა მია"-ს სანახავად, მაილიმ მას განუცხადა, რომ მსახიობობა სურდა[4]. ამის შემდეგ მან სწავლა განაგრძო არმსტრონგის სამსახიობო სტუდიაში.[5]
კარიერა [რედაქტირება]

მაილიმ პირველად "Doc"-ში შეასრულა კაილის როლი.2003 წელს კი ითამაშა ტიმ ბარტონის ფილმში-"Big fish/დიდი თევზი". ის თორმეტი წლის იყო, როდესაც პირველად მიიწვიეს დისნეის კინოსტუდიაში.კასტინგის შემდეგ კი საბოლოო ჯამში დაამტკიცეს სერიალ ჰანა მონტანაში მთავარ ჰანას იგივე მაილი სტიუარტის როლზე.მან თავის სამსახიობო კარიერის პიკს წორედ ამ სარიალში მიაღწია,ის ძალიან მალე გახდა საოცრად პოპულარული .მომღერლის კარიერაზე მსახიობი ჩაფიქრდა, როდესაც შეასრულა სიმღერები სერიალში. ამ მუსიკას დიდი პოპულარობა ჰქონდა.რვა სიმღერა ნამდვილი ჰიტი გახდა.2009 წელს ასევე გადაიღეს ამავე სახელწოდების ფილმი.

მოგვიანებით მაილიმ ხელი მოაწერა კონტრაქტს ერთ-ერთ ცნობილ ხმისჩამწერ სტუდიასთან – ოთხი ალბომის ჩაწერაზე. მისი პირველი ალბომი გამოვიდა 2006 წლის 24 ოქტომბერს (ჰანა მონტანას საუნდტრეკი),საუნდტრეკი პირველ ადგილზე მოხვდა ბილბორდ 200-ში. 2007 წლის 26 ივნისს კი თავისი პირველი სტუდიური ალბომი ’’შეხვდით მაილი საირუსს/Meet Miley Cyrus’’ გამოუშვა,ოღონდ მასში შედიოდა ასევე მხოლოდ ჰანა მონტანას სიმღერები,ეს ალბომი მოხვდა ასევე პირველ ადგილზე ბილბორდ 200-ში,გაიყიდა 326 ათასი კოპია პირველ კვირაში,სულ გაყიდულია 3,226,000. [6].ამ უკანასკნელმა დიდი პოპულარობა მოუტანა.იგი მუსიკალურ კარიერას დღესაც დიდი წარმატებით აგრძელებს და მსოფლიო ტოპ 10-ეულებშიც მისი სიმღერები წინა ადგილებს იკავებს.

2008 წლის 5 აპრილს კი მან ჯილდო მიიღო ბავშვთა არჩევნების კომიტეტისაგან, როგორც საუკეთესო გოგონა მომღერალმა. მაილიმ 2008 წლის 22 ივლისს გამოუშვა ალბომი-"Breakout ასევე ეს ალბომიც მოხვდა ბილბორდ 200-ში პირველ ადგილზე",აღსანიშნავია რომ 2010 წლის ივლისში გაიყიდა ამ ალბომის 1.5 მილიონი ასლი აშშ-ში [7] .2009 წლის 31 აგვისტოს- "The Time Of Our Lives",ეს ალბომი კი მოხვდა მე-2 ადგილზე ბილბორდში,ასევე ბილბორდში ოღონდ პირველ ადგილზე მოხვდა ფილმ ჰანა მონტანას საუნდტრეკი 2009 წელს და სერიალის ჰანა მონტანა 3-ის მე-2-ეზე.2010 წლის 18 ივნისს-"Can't Be Tamed",ასევე ესეც მოხვდა ბილბორდ 200-ში,მაგრამ მე-3 ადგილზე,ალბომმა გაამართლა და მას უკვე აქვს "ოქროს ალბომის" წოდება,ამ ალბომმა გაყიდვების რაოდენობით მაილის ალბომების ისტორიაში რეკორდი მოხსნა.

აღსანიშნავია, რომ 2009 წელს მან მიიღო ჯილდო წლის საუკეთესო სიმღერისათვის "The Climb", ეს სიმღერა არის ამერიკული კონკურსების ყველაზე მოთხოვნადი სიმღერა."American Idol"-ის ისტორიაში ამ სიმღერამ რეკორდი მოხსნა,შესარჩევ ტურებზე ძალიან ბევრი მღეროდა.ასევე დასახელებული იყო გრემზეც 2010 წელს. მისმა გამოსვლამ "Teen Choice Awards 2009"-ზე წლის საუკეთესო გამოსვლებში მე-3 ადგილი დაიკავა სადაც მან შეასრულა სიმღერა "Party in the U.S.A.".

მაილის ჰქონდა ტური, რომელიც იმ წლისთვის მსოფლიოს მასშტაბით პირველი იყო თავის კომერციული მოგებით - "Wonder World" (2009, 14 სექტემბრიდან - 29 დეკემბრამდე), ტურის მთლიანი მოგება $67,159,793 იყო.მაილის კი აქედან მხოლოდ 21 მილიონი ერგო. აღსანიშნავია რომ,ამ ტურის დროს,როცა მაილი იმყოფებოდა ლონდონში,მან რეკორდი მოხსნა, London 02 არენა ხალხლმრავლობას არ უჩივის,მაგრამ მაილის კონცერტის დროს დაფიქსირდა ყველაზე მეტი მაყურებელი ამ დარბაზში,ასევე ლონდონში მაილის კონცერტისთვის ყველა ბილეთი გაიყიდა ზუსტად 10 წთ-ში შემოტანისთანავე.

ხოლო ტურმა "Best of Both Worlds" (2007/2008, 18 ოქტომბრიდან - 31 იანვრამდე, ),რომელიც დისნეის მიერ იყო ორგანიზებული რეკორდი მოხსნა ბილეთების გაყიდვის ტემპების მხრივ. მან ასევე გაიმარჯვა "ბილბორდის საკონცერტო ტურების დაჯილდოებაზე".[8].ტურის დროს სულ 71 შოუ ჩატარდა და დისნეიმ $54 მილიონი მოგება ნახა.კონცერტები ტარდებოდა მხოლოდ ამერიკის კონტინენტზე და ამიტომ ფანების მცირე რაოდენობამ შეძლო კონცერტებზე დასწრება, ამიტომ დისნეიმ გადაიღო ფილმი, რომელიც ამ ტურზე იყო დაფუძვნებული.ფილმის ბიუჯეტი მხოლოდ 7 მილიონი დოლარი იყო, მაგრამ საბოლოოდ მან $70,642,036 მილიონი გამოიმუშავა.

2010 წელს გამოვიდა ფილმი "უკანასკნელი სიმღერა" ,რომელიც გადაღებულია ნიკოლას სპარკსის ნოველის მიხედვით. 2011 წელს ფილმი Lol:Laughing Out Load, ეს არის რიმეიქი 2008 წლის ფრანგული ფილმისა სადაც მაილი არის მთავარ როლში,ასევე ამ ფილმში მონაწილეობენ მსახიობები დემი მური და ეშლი გრინი.

მაილიმ ასევე 2009 წლის მარტში გამოუშვა ავტობიოგრაფიული წიგნი Miles to Go,სადაც აღწერს თავის ბავშვობას და გზას წარმატებისკენ,ასევე რა სურს მომავალში.მაილი დაასახელა ნიუ-იორკ ტაიმზმა ყველაზე გაყიდვად ავტორად.ეს წიგნი საბავშვო ბესტსელერების სიაში პირველ ადგილზე აღმოჩნდა.
მედია [რედაქტირება]

ფორბსმა მაილი დაასახელა მე-13 ადგილას მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ცნობილ ფიგურებში 2010 წელს[9],შემოსავალი 48 მილიონი, 2009 წელს 29-ე ადგილზე,შემოსავალი 25 მილიონი[10] , ხოლო 2008 წელს 35-ე ,შემოსავალი ისევ 25 მილიონი.[11] 2010 წელს კი გამოაქვეყნა ყველაზე მაღალანაზღაურებადი სელებრითების სია 30 წელს ქვემოთ და ამ სიაში მაილიმ მე-4 ადგილს დაიკავა.[12],ხოლო ჰოლივუდის ყველაზე მაღალანაზღაურებად ქალბატონებში მე–8 ადგილი,მდიდარი ქალ მომღერლებში კი მე-19.

Billboard Magazine/ჯურნალმა ბილბორდმა 2009 წელს დაასახელა მე-4 ადგილას ყველაზე გაყიდვად მომღერლად.[13]

2008 წლის აპრილში ფორბსმა დაასახელა ათ უმდიდრეს ბავშვებში და მოზარდებში 8 დან 16 წლამდე პირველ ადგილზე. [14]

ჯურნალმა Coed–მა შეადგინა 2011 წელს სია 50 ყველაზე მოთხოვნადი სელებრითი ქალბატონი ინტერნეტში და ამ სიაში მაილიმ მე–8 ადგილი დაიკავა.
პირადი ცხოვრება [რედაქტირება]

2007 წელს დაშორდა ნიკ ჯონასს, ჯგუფ ძმებ ჯონასებიდან,მაილიმ მას მიუძღვნა სიმღერა 7 Things,სადაც ხშირად არის ნახსენები სიტყვა-სიძულვილი,თუმცა შემდეგ ისევ შერიგდნენ და ერთად დაწერეს სიმღერა Before the Storm,მაგრამ ისინი კიდევ ერთხელ დაშორდნენ.
შემდეგ ხვდებოდა ჯასტინ გასტონს რომელსაც დაშორდა 2009 წლის ივნისში,სანამ წავიდოდა ფილმის უკანასკნელი სიმღერის გადაღებებზე.შემდეგ მან დაიწყო ურთიერთობა ლიამ ჰემსვორტთან (ამავე ფილმის მსახიობთან).2010 წლის აგვისტოში დადასტურდა ინფორმაცია იმის შესახებ რომ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ,თუმცა მას შემდეგ მალევე შერიგდნენ.ნოემბრის დასაწყისში კი გაირკვა რომ კვლავ დაშორდნენ.                                                                            მაიკლ ჯექსონი


                                   ძმებ ჯონასებს ქონდათ დატვირთული 2010 წელი.ჯონასების ფანები იმედოვნებენ რომ მათი ახალი მუსიკისთვის ისინი თავის ბენდთან ერთად ჩაატარებენ ტურებს.ჯო ჯონასი წელს გაათავისუფლებს თავის სოლო ალბომს,ნიკ ჯონასი კი უკვე მუშაობს ახალ სიმღერებზე Beat LaB-ში.ეხლა კი გავრცელდა ინფორმაცია რომ ჯონასები შეიძლება გამოჩნდნენ სამ სატელევიზიო შოუში სტუმრად..ვნახოთ რომლე შოუებზეა ლაპარაკი:

''GLee''

სატელევიზიო შოუ 'კლუბის' ფანებს რომლებიც არიან ასევე ჯონასების ფანები ძალიან უნდათ რომ დაინახონ ისინი ამ შოუში.ისინი ფიქრობენ რომ ჯონასებს ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ რაც ამ შოუს სჭირდება!!მათთვის ნიკი არის ძალიან კარგი კანდიდატურა ამ შოუში რადგან ის ახალგაზრდაა და თავადაც ძალიან უყვარს ეს სერიალი.ამას ისიც ამტკიცებს რომ როცა ნიკი იყო Hollywood Awards-ზე 2010 წელს მას კითხეს,იყო თუ არა GLee-ს ფანი,მან უპასუხა რომ ის უყურებს ამ სერიალს ყველა დროს,ეს არის მისთვის უდიდესი და ყველაზე საუკეთესო შოუ.

"Dancing with the Stars"

ნებისმიერი ჯონასი იქნებოდა კარგი კანდიდატი ამ შოუში მონაწილეობისთვის,მაგალითად კი ჯო დასახელდა რადგან ის არის მიჩვეული პირველობას,არის ყველაზე ქარიზმატული ძმებში და აქვს დიდი იუმორის გრძნობა.(ამას ამტკიცებს მისი ვიდეო 'Single ladies'-ზე) არც კევინ ჯონასია ცუდი ამ შოუსთვის რადგან ფანები ადასტურებენ რომ მას აქვს დიდი ენერგია და კარგად უკრავს გიტარაზე.

"The Amazing Race"

კევინ ჯონასი და მისი ცოლი დანიელე იქნებოდა შესანიშნავი არჩევანი,თუ მას მიიწვევდენენ ამ შოუზე.მათი აზრით ეს შოუ იქნებოდა კარგი საყურებელი კენიელასთან ერთად.

"Survivor" და "The Buried Life" არის უფრო სხვა სახეობის სატელევიზიო შოუები რომელშიც ფანებს ასევე სურთ ნახონ ჯონასები.თუმცა ამ ყველაფერზე საჭიროა რომ ჯონასებს ქონდეთ მოწვევა და დრო რომ მიიღონ მონაწილეობა ამ შოუებში.მაგრამ მათი ფანები მაინც დიდი ენთუზიაზმით ელოდებიან ჯონასების გამოჩენას.ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები




როგორც ვიცით ჯო გასულ წელს აფრიკაში იყო, ორმა გოგონამ მას წერილი მისცა, და თხოვა რომ წერილი მის ძმებთან ერთად წაეკითხა
წავიკითხოთ ორი აფრიკელი გოგონას წერილი
ჰაი კევინ,ჯო და ნიკ

ჩვენ ვართ 16 წლის გოგოები სახელად Juliette და Constance,ჩვე ორივე ვცხოვრობდით სამხრეთ აფრიკაში,მიუხედავათ იმისა რომ მერე გადავედით საფრანგეთში და დავდიოდით ფრანგულ სკოლაში,თავს მაინც სამხრეთ აფრიკელებად მივიჩნევთ.თქვენი მუსიკა 2 წლის წინ აღმოვაჩინეთ და მაშინვე შეგვიყვარდა ის.როცა პირველად შევიტყვეთ რომ გქონდათ ტურები ჩვენ იმედი მოგვეცა,მაგრამ უიღბლოდ.თქვენ არ ჩამოსულხართ აფრიკაში,რამაც ძალიან დაგვწყვიტა გული,არადა ჩვენ ვიცოდით რომ აქ თქვენი უამრავი ფანი ცხოვრობს.ერთ დღეს შევიკრიბეთ ყველა ფანი და განვაცხადეთ nrj რადიოში საფრანგეთში,ჩვენ იქ ვთქვით რომ სამხრეთ აფრიკა იყო ადგილი სადაც თქვენ აუცილებლად უნდა ჩამოსულიყავით.ჩვენ როცა ეს გავაკეთეთ იმედი მოგვეცა რომ გნახავდით და ჩამოხვიდოდით აფრიკაში.მოვიდა კიდევ მეორე ტურის დროც მაგრამ როცა ცნობილი გახდა თუ სად ატარებდით ტურებს ჩვენ ვნახეთ რომ სიაში ჯერ კიდევ არ იყო აფრიკა მოცემული.

აღფრთოვანებული ვარ ჯონასებით ბევრი მიზეზის გამო,მაგრამ გამაღიზიანა მხოლოდ იმ ფაქტმა რომ ტურების დროს არასდროს ეწერა სიაში აფრიკა,მე ვიცი რომ ის ჩანს ქვეყანად რომელიც არის განუვითარებელი,მაგრამ ის ფაქტობრივად ყველაზე ლამაზი ადგილია.ეს ფაქტია და არ ვარ ერთადერთი ვინც ამას აცხადებს.მე მეგონა რომ ჯონასები ჩამოვიდოდნენ აფრიკაში რადგან ჩვენ გვყავდა ბევრი ცნობილი სახე აქ,როგორიცაა:James Blunt, U2, 30 seconds to mars, Kings Of Leon, მაიკლ ჯექსონი .....მე მივიღე შანსი რომ წავსულიყავი თქვენს კონცერტზე,ამისთვის ჩვენ გადავნახეთ ბევრი ფული თვითმფრინავის ბილეთისთვის და დავარწმუნე დედაჩემი რომ ერთი კვირა სკოლაში არ მევლო და გამეცდინა გაკვეთილები!!ალბათ გახსოვთ მე თქვენს კონცერტზე მეჭირა სამხრეთ აფრიკის დროშა..ეს დღე იყო ჩემთვის დიდი გამოცდილება,რომელიც არასდროს დამავიწყდება.მე მინდა ეს წუთებიი კიდევ ერთხელ განვიცადო,მაგრამ ეხლა მარტო კი არა ჩემ საუკეთესო მეგობართან ერთად.ჩვენ გადავხედეთ თქვენს ნიჭს და აღფრთოვანებულები ვართ ამით.თქვენ ასევე შთააგონეთ Constance-ს რომ დაეკვრა გიტარაზე.ჩვენ ნამდვილად ვიმედოვნებთ რომ თქვენი კარიერა კიდევ დიდხანს გაგრძელდება და გააგრძელებთ ასევე იმ ულამაზესი სიტყვების მქონე სიმღერების წერას რომელსაც აქამდე წერდით.

''Juliette და Constance "




ჯო ჯონასმა ეშლის ახალი ძაღლი უყიდა რომელსაც ეშლიმ Theodore დაარქვა და მარლოს უყვარს ის..ჯო ჯონასმა ამ ძაღლში რამდენადაც ძნელი დასაჯერებელი არ უნდა იყოს 12 000 დოლარი გადაიხადა.

''ეშლის უნდოდა ყველაზე ძვირადღირებული მინიატურული ინგლისური ბულდოგი და ჯომ მისი სურვილი აასრულა,მას ზუსტად ასეთივე ძაღლი უყიდა.რომელიც არის ერთ-ერთი ძვირადღირებული ძაღლი.როგორც ჩანს ჯოს და ეშლის ძალიან უყვართ ძაღლები. რას ფიქრობთ თქვენ?




ჯო ჯონასის და ეშლი გრინის სიყვარული სულ რაღაც ცვლილებებს განიცდის თავიდან არავის სჯეროდა მათი წრფელი სიყვარულის,მაგრამ როცა ერთად ცხოვრება დაიწყეს,ყველამ დაიჯერა მათი ურთიერთობის სერიოზულობა. ჯომ განაცხადა რომ ეშლი გრინისთვის იმ ბეჭედს მოიხსნიდა და ეშლიმ თქვა რომ მის მიმართ მართლაც რომ თბილ და წრფელ გრძნობას განიცდის და სიყვარულშიც გამოუტყდა.ხალხმა ვერც მოასწრო ამ მოულოდნელ წყვილთან შეგუება,რომ პრესაში უკვე ჭორები გაჩნდა მათ დაშორებაზე. ერთ-ერთი წყაროს თანახმად ჯო და ეშლი განუწყვეტლივ რაღაც წვრილმანებზე ჩხუბობენო. 21 წლის მსახიობს და მუსიკოსს აღიზიანებს რომ მისი შეყვარებული ზედმეტად თავისუფლების მოყვარულია და ჯოს კონტროლის ქვეშ არ არის.სექტემბრის დასაწყისში ეშლის მეგობრები ყვებოდნენ რომ ეშლი ხშირად ჩადის ისეთ საქციელს რაც ჩვეულ ნორმებში არ არისო და ამით აღვივებს ჯოს ინტერესს მის მიმართ! მათი თქმით ეშინიათ რომ ჯოს მის მიმართ გრძნობა გაუნელდება:ჯოს ეშლი მართლაც ძალიან მოსწონს,მაგრამ მას ესმის რო ჯოსთვის ეშლისთან ყოფნა ასეთი მარტივიც არ უნდა იყოს თორემ მოსწყინდება ჯოს და ისინი დაშორდებიან. ეშლი იქცევა უცხოდ,არაორდნინალურად და ეს ''აგიჟებს'' ჯოს.ეტყობა ელის კალენის როლის შემსრულებელი ზედმეტად ხშირად თამაშობს გულგრილ როლს და იმის ნაცვლად რომ შეინარჩუნოს ურთიერთობები ანგრევს მათ,იმედი უნდა ვიქონიოთ რომ ვარსკვლავური წყვილის კონფლიქტი მოკლე დროში მოგვარდება და ერთად იქნებიან




22 თებერვალს 2011 წელს გამოდის ახალი არასანქცირებული დივიდი სახელად "Jonas Brothers: The Journey,” მისი ხანგრძლივობა არის 70 წუთი... დივიდში აღწერილი იქნება თუ როგორ გახდნენ ჯონასები ცნობილები და როგორ მოიპოვეს ფანების ამხელა რაოდენობა.




ურნალი J-14-ის მნახველების მიხედვით გამოვლინდა ახალი სია 2010 წლის ყველაზე ძებნილი ვარსკვლავი J-14-ში

01. Justin Bieber

02. Demi Lovato

03. Taylor Swift

04. Taylor Momsen

05. Brenda Song

06. Taylor Lautner

07. Miley Cyrus

08. Jonnie Penn

09. Selena Gomez

10. Big Time Rush

11.Ashley Tisdale

12.Joe Jonas

13.Anna Margaret

14.Emily Osment

15.Sterling Knight


სულ ახლახან ჯონასები ტაიგერბიტსმა გამოავლინა ნომინციაში გამარჯვებულად, პირველ ადგილზე გავიდნენ ჯონასები, მათ მოიგეს ნომინაციაში როგორც ახალგაზრდების ყველაზე ცნობილი კუმირი ჯგუფი, ანუ ჯგუფი რომელიც ახალგაზრდებს ყველაზე მეტად უყვართ, უყურეთ ამ ვიდეოს და მიხვდებით, რომ ჯონასები მათ ფანებს მართლაც ძალიან უყვართ, და ასევე გაწევრიანდით ჯონასების ქართველი ფანების გვერდზე.
Georgian Fans

ამჯერად ჯონასების ფანები ძალიან გააქტიურდნენ, ისინი მთელ ნიუ იორკში დადიან და მარკერით აწერენ კარებებს, კედლებს და აბტობუსებს შემდეგ სიტყვებს

-you say Baby, I say Hey Baby

-You say Pray, I say Dear God

-You say Never Let You Go, I say Hold On

-You say Ride, I say Drive

-You say Latin Girl, I say video girl

-You say Up, I say Fly With Me

-You say Justin Bieber,I say the Jonas Brothers



ჩვენ ყველამ ვიცით რომ წელს 2011-ში ჯონასების ფანები მათგან უამრავ რამეს ველოდებით,ეს წელი ჩვენი უნდა გახდეს,მე ქვემოთ გავაკეთებ იმის ჩამონათვალს თუ რას გვიმზადებენ ჯონასები ჩვენ და რაზე იმუშავებენ

1*ჯო ჯონასი წელს სოლო ალბომს გამოუშვებს

2*ნიკ ჯონასის სოლო პროექტი

3*დადის ჭორები რომ კევინი იმუშავებს Country album-ზე

4*ნიკ ჯონასი იქნება სტუმარი ახალ ტევე შოუში

5*ჯო ჯონასი ''Hot in Cleveland''-ში

6*ახალი ჯონასების ალბომი
ასევე უამრავი ფანი ითხოვს რომ ჩატარდეს მეორე მსოფლიო ტურიც!!ეს რაც ჩვენ ჯერჯერობით ვიცით,დროდადრო კიდევ ბევრ რამეს შემოგვთავაზებენ ისინი. იმედი გვაქვს რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის რომ უფრო წინ წაიწიონ კარიერაში,ჩვენ ვიცით რომ მათ ეს შეუძლიათ.                                                              
angelina de holie sow დაიბადა 1963 წლის 9 ივნისს ამერიკის პატარა ქალაქ ოვენსბოროში (მამა ინჟინერი, ხოლო დედა ოფიციანტი). როცა ჯონის შეუსრულდა 7 წელი,მისი ოჯახი გადავიდა ფლორიდაში, სადაც მის მამას შესთავაზეს ახალი სამსახური. ხშირმა გადასვლებმა ქალაიდან ქალაქში და აგრეთვე ბაბუის სიკვდილმა ჯონის ფსიქიკაზე საგრძნობლად იმოქმედა და ის სკოლაში დადიოდა სრულიად უინტერესოდ.12 წლიდან დაიწყო სიგარეტის მოწევა და ალკოჰოლური სასმელების დალევა. სიტუაცია გაართულა მშობლების დაშორებამ: 15 წლის დეპმა დაიწყო ნარკოტიკების მიღება და მაშინვე გააგდეს სკოლიდან.

საბედნიეროდ ჯონიმ მალევე იპოვა ახალი გასართობი - მუსიკა: ჯონის დედამ უყიდა იაფფასიანი ელექტრო გიტარა, ჯონიმ თვითონვე ისწავლა ინსტრუმენტზე დაკვრა და დაიწყო მოღვაწეობა მოყვარულების ჯგუფში. ახალგაზრდა როკერებმა კონცერტებიდან დაიწყეს თავისი ჰონორარების შეგროვება, ჯონის სერიოზულადაც ფიქრობდა რომ გაეგრძელებინა ტავისი მუსიკალური კარიერა. მაგრამ ჯგუფის საქმეები არცთუისე კარგად მიდიოდა, ბიჭებს უხდებოდათ ფულის შეგროვება სხვადასხვა ქალაქევბში და ბოლოს შეწყვიტეს თავიანთი მოღვაწეობა, ისე რომ ბოლოს მაინც ვერ მიაღწიეს პოპულარობას.

იმავე წელს ჯონი დაქორწინდა ვინმე ლორი ელისონზე რომელმაც გააცნო ნიკოლას კეიჯი. ჯონის გარეგნობა, მისი გამოხედვა და მანერებმა დიდი გავლენა მოახდინა ნიკოლასზე და მან ჯონი გააცნო თავის აგენტს. შედეგად მომავალმა მსახიობმა მიიღო თავისი პირველი როლი უეს კრავენის ფილმში "A Nightmare On Elm Street". ტავისი პირველი ჰონორარი დეპმა დახარჯა სამსახიობო გაკვეთილებში, რის შემდეგაც მან შეძლო მიეღო მონაწილეობა ოსკაროსან ფილმში "Platoon" (რეჟ. ოლივერ სტოუნი)

ახალგაზრდა მსახიობი თავისუფალ დროს უკრავდა როკ ჯგუფში სახელად "Rock City Angels". ფილმ "Platoon"-ის გადაღების შემდეგ დეპს მალევე შესტავაზეს დეტექტივის როლი სერიალში "21 Jump Street". მაგრამ მსახიობმა ცივი უარი განაცხადა ტელესერიალში გადაღებაზე. ამ როლზე აყვანილი იქნა სხვა მსახიობი, მაგრამ ეს მსახიობი არ მოეწონათ სტუდიის ხელმძღვანელებს და რამდენიმე ხნის შემდეგ ისევ სთხოვეს ჯონის რომ მიეღო მონაწილეობა სერიალში. ამჯერად ჯონის აგენტებმა შეძლეს მისი დათანხმება რომ მიეღო მონაწილეობა სერიალში. სერიალი გახდა ჰიტი, და დეპი - მაყურებლის სიმპატია. 1990-ს გამოვიდა ორი ფილმი ჯონი დეპის მონაწილეობით: "Edward Scissorhands" (ტიმ ბარტონი) და "Cry Baby".

ჯონის კინოკარიერა უფრო და უფრო უკეთესობისკენ მიდიოდა - როლები ფილმებში "What's Eating Gilbert Grape?" და "Arizona Dreaming" კარგად იყო შეფასებული კრიტიკოსების მიერ, შემდეგ მოყვა კიდევ ერთი ერთობლივი ნამუშევარი ტიმ ბარტონთან, ფილმი - "Ed Wood", რომელშიც მსახიობა მარტინ ლანდაუმ აიღო ოსკარი.

1995 წეკლს გამოსული ფილმი "Don Juan de Marco" სადაც დეპმა შეასრული ბრწყინვალე დუეტი მარლონ ბრანდოსთან ერთად, არ სარგებლობდა დიდი პოპულარობით როცა "Dead Man" აღიარებული იქნა მე-20 საუკუნის ერთერთ საუკეთესო შედევრად, სწორედ ამის შემდეგ აღიარეს ჯონი ერთადერთ საუკეთესო მსახიობად.

1998 ის დაშორდა თავის ცოლს კეიტ მოსს, რომელტანაც 4 წელი ცხოვრობდა, ჯონიმ მალევე გაიცნო ერთერთ წვეულებაზე ახალგაზრდა ფრანგი მომრერალი/მსახიობი ვანესა პარადი, და დაბყრობილი იქნა მის მიერ ერთხელ და სამუდამოდ. შეყვარებულები გადავიდნენ ფლორიდაში რათა დაეწყოთ იქ ახალი ცხოვრება, მალე მათ გაუჩნდათ შვილი - ლილი პოუზ მელოდი დეპი.

90 წლების დასასრულში ჯონიმ იტამაშა მრავალფეროვანი როლები სხვადასხვა ფილმებში: მან გააოცა ყველა თავისი როლით ფილმში "Fear And Loathing In Las Vegas", შემდეგ ის გადაიქცა წიგნების გამყიდველად სატანის ძებნაში, რომან პოლანსკის ფილმში "9th gate". 1999 წელს ეკრანებზე გამოვიდა ფანტასტიკა "Astronaut's Wife" და აგრეთვე სიგიჟემდე ლამაზი ფილმი "Sleepy Hollow" რომელიც გახდა კიდევ ერთი წარმატებული ნამუშევარი ტიმ ბარტონთან ერთად.

ფილმოგრაფია [რედაქტირება]
Sin city 3 (2012)
The Lone Ranger (2011)
The Man Who Killed Don Quixote (2010)
Alice in Wonderland (2010)
The Rum Diary (2010)
Shantaram (2009)
The Imaginarium of Doctor Parnassus (2009)
Public Enemies (2009)
gonzo:the life and work of Dr.Hunter.S thompson (2008)
sweeney todd: the demon barber of elm street (2007)
Pirates of the Caribbean: Dead Man's Chest (2006)
Corpse Bride (2005)
Charlie and the Chocolate Factory (2005)
The Libertine (2004)
Finding neverlandl (2004)
Ils se marièrent et eurent beaucoup d'enfants (2004)
Secret Window(2004)
Once Upon A Time In Mexico(2003)
Pirates Of The Caribbean(2003)
Pirates of the Caribbean: The Curse of the Black Pearl (2003)
From Hell(2001)
Blow (2001)
Chocolat (2000)
Before Night Falls (2000)
The Man Who Cried (2000)
Sleepy Hollow(1999)
Astronauts Wife(1999)
Ninth Gate(1999)
Fear and Loathing in Las Vegas (1998)
The Brave (1997)
Donnie Brasco(1997)
Nick of Time (1995)
Dead Man(1995)
Don Juan DeMarco (1995)
Ed Wood(1994)
What's Eating Gilbert Grape (1993)
Benny & Joon (1993)
Arizona Dream(1993)
Freddy's Dead: The Final Nightmare (1991)
Edward Scissorhands(1990)
Cry-Baby (1990)
"21 Jump Street" (1987)
Platoon (1986)
Slow Burn (1986)
Private Resort (1985)
Nightmare On Elm Street(1984)
კარიერა [რედაქტირება]

დეპის ბოლო ფილმი, Pirates of the Caribbean:Dead Man's Chest, გამოდის 7 ივლისს, 2006. ის 2003 წლის ფილმის გარგრძელებაა. ფილმის კიდევ ერთი გაგრძელება გამოვა 2007 წლის მაისში. დეპი აგრეთვე გაახმოვანებს კაპიტან ჯეკ სპეროუს ვიდეო თამაშში: Pirates of the Caribbean: The Legend of Jack Sparrow, რომლის გამოსვლაც ასევე მომავლისთვისაა დაგეგმილი. მიმდინარეობს მოლაპარაკებები რომ მან მონაწილეობა მიიღოს ფილმში, რომელიც ახალი ვერსია იქნება მიუზიკლისა Sweeney Todd, ფილმის სავარაუდო რეჟისორად ტიმ ბარტონი მოიხსენიება.



taylor swift!!! 


ცხოვრების ადრეული წლები [რედაქტირება]

ტეილორ ელისონ სვიფტი 1989 წელს პენსილვანიის შტატ ქალაქ ვიემისინგში დაიბადა. მამამისი საბირჟო ბროკერად მუშაობდა, ხოლო დედა დიასახლისი იყო. მე-4 კლასში ტეილორმა პოეზიის კონკურსზე გაიმარჯვა, რომელსაც „მონსტრი ჩემს კარადაში“(Monster In My Closet) ერქვა, ხოლო 10 წლის ასაკში მან დაიწყო სიმღერების წერა და კარაოკე-ფესტივალებზე გამოსვლა, რომლებიც მის მშობლიურ ქალაქში იმართებოდა. 12 წლის ტეილორმა დაწერა 350-გვერდიანი პოემა, რომელიც დღემდე არ გამოქვეყნებულა.[7] 12 წლის ასაკში ტეილორი პროფესიულ დონეზე უკრავდა გიტარაზე, ასევე, იყო ადგილობრივი ახალგაზრდული თეატრის დასის წევრიც და ხანგრძლივი დროის განმავლობაში ფიქრობდა, რომელ მიმართულებას გაჰყოლოდა – თეატრს თუ მუსიკას. საბოლოოდ ტეილორმა მომღერლობა გადაწყვიტა და ამაში დიდი წვლილი მიუძღვოდა მის ბებიას, ყოფილ პროფესიონალ ოპერის მომღერალს, რომელიც თავის დროზე ამერიკის, პუერტო-რიკოს, სინგაპურისა და ვიეტნამის ოპერებში გამოდიოდა. ტეილორის ბებია, ცნობილ ოპერაში – „სევილიელ დალაქში“ და მიუზიკლ „ვესთსაიდის ისტორიაში“ წამყვან პარტიებს ასრულებდა. მისი სასცენო შავ-თეთრი ფოტოების ცქერით გატაცებულმა ტეილორმა საბოლოოდ ქანთრის ჟანრში მუსიკოსობა გადაწყვიტა. პირველი დამოუკიდებელი კონცერტების გამართვა ტეილორმა მშობლიური ქალაქის უდიდეს სავაჭრო ცენტრში დაიწყო, სადაც სპეციალურად მის მოსასმენად ახლომდებარე ქალაქებიდან მოდიოდნენ ოჯახებით. პირველი წარმატება ახალგაზრდა მომღერალმა „Bloomsburg Fair“–ის ფესტივალზე მოიპოვა და მისით ხმის ჩამწერი რამდენიმე სტუდია დაინტერესდა. როგორც თვითონ მუსიკოსი ამბობს, მის შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინეს შენაია ტვეინმა,ლიენ რაიმსმა და დოლი პარტონმა.[8]
მუსიკალური კარიერა [რედაქტირება]

13 წლის ასაკში ტეილორი ნეშვილში ჩავიდა, სადაც გადაგზავნილი ჰქონდა თავისი დემო-ჩანაწერები, მაგრამ იმხანად ხმის ჩამწერი სტუდიები არ იყვნენ დაინტერესებულნი ახალგაზრდა ტალანტის მონაცემებით და ის უარით გაისტუმრეს. სვიფტი, რომელიც ბავშვობაში დეტექტივის პროფესიაზე ოცნებობდა, პენსილვანიაში დაბრუნდა, სადაც მას მოულოდნელად მოწვევა მოუვიდა ჩოგბურთში „დიდი მუზარადის“ ტურნირის „ U.S. Open tennis–ის“ ორგანიზატორებისგან, რომლებმაც ნიჭიერი მუსიკოსი ტურნირის გახსნის დღეს ჰიმნის სამღერად მიიწვიეს[9]. სვიფტის გამოსვლით მაყურებლები აღფრთოვანებულები დარჩნენ და მის კარიერაში ახალი ეტაპი დაიწყო. ტეილორი თითქმის ყოველკვირა ჩადიოდა ნეშვილში და თავისი შემოქმედების პიარით მუსიკალური პროდიუსერებისგან შემოთავაზებებს ელოდებოდა. როდესაც ტეილორი 14 წლის გახდა, მისი ოჯახი ნეშვილში გადასახლდა. სწორედ ამ პერიოდში მასთან გააფორმა ხელშეკრულება „RCA Records–მა“, მაგრამ ერთწლიანი თანამშრომლობის შემდეგ ტეილორმა გაწყვიტა კონტრაქტი, რადგან სტუდიის ხელმძღვანელები უშლიდნენ მას საკუთარი სიმღერების ჩაწერას. „ბლუბერდ კაფეში“ (Bluebird Cafe) ხანმოკლე მუშაობის შემდეგ, სადაც ძირითადად თვითნასწავლი მომღერლები გამოდიოდნენ, ტეილორს „Big Machine Records–ი“ დაუკავშირდა და კონტრაქტის გაფორმება შესთავაზა, რაზეც მუსიკოსი დასთანხმდა.

2006 წელს ტეილორმა გამოუშვა თავისი სადებიუტო სინგლი „Tim McGraw“,რომელმაც მე–6 ადგილი დაიკავა ბილბორდის ცხელ ასეულში[10],2006 წლის 26 ოქტომბერს კი გამოუშვა პირველი სტუდიური ალბომი „Taylor Swift“,[11] რომელიც მე–5 ადგილზე განთავსდა ბილბორდ 200–ში,პირველ კვირაში გაიყიდა 39,000 ალბომის ასლი.[12]ალბომში შესული სიმღერების უმეტესობის ტექსტები და მელოდია ტეილორს ეკუთვნოდა და ქანთრის სტილში ჩაწერილ ალბომებს შორის ის დიდხანს ინარჩუნებდა მოწინავე პოზიციებს შესაბამის ჰიტ-აღლუმებში,ასევე მრავალჯერ-პლატინის ხარისხით სერტიფიცირდა ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციის მიერ.2010 წლისთვის ტეილორ სვიფტის ამ ალბომის გაყიდვების მაჩვენებელმა 5,3 მილიონი ცალი ასლი შეადგინა.

2007 წლის ოქტომბერს, საერთაშორისო ასოციაციის მიერ სვიფტი იყო დასახელებული, ნეშვილის მიერ შექმნილი სიმღერების საუკეთესო შემსრულებლად, წლის ავტორად და გახდა ყველაზე ახალგაზრდა მომღერალი, რომელმაც ამ პრემიის აღება მოახერხა. სვიფტის საშობაო ალბომი "Sounds of the Season: The Taylor Swift Holiday Collection" გამოჩნდა 2007 წლის 14 ოქტომბერს,ხოლო 2008 წლის 15 ივლისს გამოუშვა მინი ალბომი "Beautiful Eyes". ტეილორმა აიღო გრემის პრემია 2008 წელს, ნომინაციაში "ახალი საუკეთესო შემსრულებელი". მისი შემდგომი ალბომი "Fearless" გამოჩნდა ამერიკაში, 2008 წლის 11 ნოემბერს,რომელიც წინაზე გაცილებით წარმატებული აღმოჩნდა. ალბომმა დაიკავა პირველი ადგილი "ბილბორდ 200–ში".პირველ კვირაში გაიყიდა მისი 592 000 ეგზემპლარი.ამ ალბომმა 2010 წელს გრემის დაჯილდოებაზე გაიმარჯვა როგორც წლის და საუკეთესო ქანთრი ალბომმა.სვიფტი ბილბორდმა 2009 წლის საუკეთესო მომღერლად დაასახელა.

განსაკუთრებით წარმატებული ტეილორისთვის 2009 წელი გამოდგა, როდესაც ის „MTV-ის“ მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოების ტრიუმფატორი გახდა.თუმცა ასევე ამ დაჯილდოების უმთავრესი სკანდალის მონაწილეც,როდესაც ტეილორმა თავისი ჯილდო მიიღო და სამადლობელი სიტყვის სათქმელად ემზადებოდა, მას მოულოდნელად მიეჭრა რეპერი კანიე უესტი, გამოართვა მიკროფონი და სახალხოდ განაცხადა, რომ ეს ჯილდო ბიონსეს ეკუთვნოდა და რომ ტეილორ სვიფტი შემთხვევით გახდა გამარჯვებული. რეპერის ამ ქცევას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, ხოლო ბიონსემ მისთვის განკუთვნილი ჯილდოს მიღების შემდეგ, როგორც წლის საუკეთესო მომღერალმა, სამადლობელი სიტყვის თქმა ტეილორს დაუთმო და ამით თავისი კეთილი ნება გამოხატა ახალგაზრდა მუსიკოსის მიმართ.

ტეილორმა 2010 წლის 25 ოქტომბერს კიდევ ერთი სტუდიური ალბომი გამოუშვა სახელწოდებით „Speak Now“,პირველ კვირაში გაიყიდა 1,047,000 ასლი და ბილბორდში დაიკავა პირველი ადგილი.
                                ტეილორ ელისონ სვიფტი (ინგლ. Taylor Alison Swift;დ. 13 დეკემბერი, 1989) — ამერიკელი ქანთრი პოპ მომღერალი,კომპოზიტორი და მსახიობი.

2006 წელს, მან გამოუშვა თავისი სადებიუტო სინგლი „Tim McGraw“, შემდეგ კი მისი სახელის მქონე სადებიუტო ალბომი, რომელიც საბოლოოდ მრავალჯერ პლატინის ხარისხით სერტიფიცირდა ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციის მიერ. 2008 წლის ნოემბერში, სვიფტმა გამოუშვა მეორე ალბომი, Fearless. Fearless-მა და ტეილორ სვიფტმა 2008 წელი შესაბამისად მესამე და მეექვე ადგილებზე დაამთავრეს, გაყიდვებით 2.1 და 1.5 მილიონი. Fearless პირველ ადგილზე მოხვდა ბილბორდ 200–ში 11 კვირა (არა თანმიმდევრულად)[1]; არც ერთი სხვა ალბომი არ ყოფილა 1 ადგილზე ამდენი ხანი 2000 წლის შემდეგ.ამ ალბომმა 2010 წელს გრემის დაჯილდოებაზე გაიმარჯვა როგორც წლის საუკეთესო და საუკეთესო ქანთრი ალბომმა. სვიფტი ჯურნალმა ბილბორდმა 2009 წლის საუკეთესო მომღერლად დაასახელა[2].ტეილორმა 2010 წლის 25 ოქტომბერს გამოუშვა მესამე სტუდიური ალბომი სახელწოდებით „Speak Now“,პირველ კვირაში გაიყიდა 1,047,000 ასლი და ბილბორდ 200–ში დაიკავა პირველი ადგილი.

2008 წელს, მისი ალბომების გაყიდვის ჯამმა 4 მილიონს მიაღწია, რის შედეგადაც ის აშშ-ში წლის ყველაზე გაყიდვადი მუსიკოსი გახდა, Nielsen SoundScan-ზე დაყრდნობით. ფორბსმა სვიფტი 2009 წელს 69-ე ადგილზე დაასახელა ყველაზე გავლენიან ცნობილ ფიგურებს შორის, შემოსავლით $18 მილიონი.[3]ხოლო 2010 წელს მე–12 ადგილზე ყველაზე გავლენიან სელებრითებში $45 მილიონით.[4]2010 წლის იანვარში Nielsen SoundScan-მა სვიფტი დაასახელა სიმღერების ციფრული ასლების ყველაზე გაყიდვად მომღერალად დახლოებით 28 მილიონი გაყიდული ციფრული სიმღერით.[5] დღეს მას გაყიდული აქვს დაახლოებით 16 მილიონი ალბომი მთელი მსოფლიოს მასშტაბით[6] და ამ დროისთვის ასევე სულ აქვს 136 ნომინაცია დაჯილდოვებებზე და აქედან 73 გამარჯვება მოპოვებული.     ტეილორ ელისონ სვიფტი (ინგლ. Taylor Alison Swift;დ. 13 დეკემბერი, 1989) — ამერიკელი ქანთრი პოპ მომღერალი,კომპოზიტორი და მსახიობი.

2006 წელს, მან გამოუშვა თავისი სადებიუტო სინგლი „Tim McGraw“, შემდეგ კი მისი სახელის მქონე სადებიუტო ალბომი, რომელიც საბოლოოდ მრავალჯერ პლატინის ხარისხით სერტიფიცირდა ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციის მიერ. 2008 წლის ნოემბერში, სვიფტმა გამოუშვა მეორე ალბომი, Fearless. Fearless-მა და ტეილორ სვიფტმა 2008 წელი შესაბამისად მესამე და მეექვე ადგილებზე დაამთავრეს, გაყიდვებით 2.1 და 1.5 მილიონი. Fearless პირველ ადგილზე მოხვდა ბილბორდ 200–ში 11 კვირა (არა თანმიმდევრულად)[1]; არც ერთი სხვა ალბომი არ ყოფილა 1 ადგილზე ამდენი ხანი 2000 წლის შემდეგ.ამ ალბომმა 2010 წელს გრემის დაჯილდოებაზე გაიმარჯვა როგორც წლის საუკეთესო და საუკეთესო ქანთრი ალბომმა. სვიფტი ჯურნალმა ბილბორდმა 2009 წლის საუკეთესო მომღერლად დაასახელა[2].ტეილორმა 2010 წლის 25 ოქტომბერს გამოუშვა მესამე სტუდიური ალბომი სახელწოდებით „Speak Now“,პირველ კვირაში გაიყიდა 1,047,000 ასლი და ბილბორდ 200–ში დაიკავა პირველი ადგილი.

2008 წელს, მისი ალბომების გაყიდვის ჯამმა 4 მილიონს მიაღწია, რის შედეგადაც ის აშშ-ში წლის ყველაზე გაყიდვადი მუსიკოსი გახდა, Nielsen SoundScan-ზე დაყრდნობით. ფორბსმა სვიფტი 2009 წელს 69-ე ადგილზე დაასახელა ყველაზე გავლენიან ცნობილ ფიგურებს შორის, შემოსავლით $18 მილიონი.[3]ხოლო 2010 წელს მე–12 ადგილზე ყველაზე გავლენიან სელებრითებში $45 მილიონით.[4]2010 წლის იანვარში Nielsen SoundScan-მა სვიფტი დაასახელა სიმღერების ციფრული ასლების ყველაზე გაყიდვად მომღერალად დახლოებით 28 მილიონი გაყიდული ციფრული სიმღერით.[5] დღეს მას გაყიდული აქვს დაახლოებით 16 მილიონი ალბომი მთელი მსოფლიოს მასშტაბით[6] და ამ დროისთვის ასევე სულ აქვს 136 ნომინაცია დაჯილდოვებებზე და აქედან 73 გამარჯვება მოპოვებული.
                                     ტეილორ სვივტის შეყვარებულიტეილორ ლოტნერი           
                                                                                                
      

No comments:

Post a Comment